მთავარისიახლეებისაზოგადოებალაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი 28 მარტს ჩაინიშნა

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი 28 მარტს ჩაინიშნა

Published on

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა 28 მარტს, 12 საათზე ჩაინიშნა – ინფორმაციას ლაზარეს დედა ავრცელებს.

“გამარჯობათ მეგობრებო! ვისაც გაინტერესებთ ლაზარეს პროცესის ამბები…ამ წამს ვესაუბრე ადვოკატს და 28 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა სასამართლო! თავის ოქროს დაბადების დღეს იქ შეხვდება 22 მარტს”, – წერს თამთა კალანდაძე

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სხდომა, 26 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესი მოსამართლის შვებულების გამო გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის მარტის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდას 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გრიგორიადისმა 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მისამართით, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ლაზარეს ადვოკატები და ოჯახი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს.

ამავე დროს, ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ ბრალდებულად ცნო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლემ მას გასული წლის 25 სექტემბერს 1,6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...