მთავარისიახლეებისენაკზე კლიპს, რომელზეც ბიუჯეტიდან 89 680 დაიხარჯება, "ღამის შოუს" წარმომადგენლებთან ერთად გადაიღებენ

სენაკზე კლიპს, რომელზეც ბიუჯეტიდან 89 680 დაიხარჯება, “ღამის შოუს” წარმომადგენლებთან ერთად გადაიღებენ

Published on

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქართველოს ცნობით, სენაკზე მუსიკალური კლიპის გადასაღებად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 89 680 ლარი დაიხარჯება. კლიპის მუსიკალურ ნაწილში ძირითადად ტელეკომპანია “იმედის” “ღამის შოუს” წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კლიპის მუსიკალური მხარის ხარჯები – სულ 28 000 ლარი – ასე ნაწილდება:

ზვიად ბლიაძე – იდეა ტექსტი – 5 000 ლარი
გელა გნოლიძე – მუსიკა – 3 000
ზაზა ხუბუკელაშვილი – არანჟირება – 3 000
გიორგი გაბუნია – პროდიუსერი – 3 500
ჯიმო აბესაძე – კოორდინატორი – 3 500
აჩიკო ბერიძე – მომღერალი – 5 000
ანი კეკუა – მომღერალი – 5 000
მუნიციპალიტეტმა კლიპის გადაღების მომსახურება 2023 წლის 25 დეკემბერს გამარტივებული წესით შპს “20 Steps Production”-ისგან შეისყიდა, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი ვლადიმერ კაჭარავაა.

“კომპანია მხოლოდ გამარტივებულ შესყიდვებს იღებს. მას დღემდე 923 872 ლარის ჯამური ღირებულების 7 გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული. აქედან, 710 640 ლარის ღირებულების 4 ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთან 2020-2022 წლებში გააფორმა”, – წერს ორგანიზაცია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიაჩნია, რომ მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვა კონკურენციის არსებობას გამორიცხავს და კორუფციულ რისკებს ზრდის.

ორგანიზაცია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, გამოიძიოს ამ გამარტივებული შესყიდვის მიზანშეწონილობა; ასევე მოუწოდებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, უფრო მკაცრად მოეკიდოს პირდაპირი შესყიდვებისთვის თანხმობის გაცემის საკითხს

სიახლეები

EU კანდიდატ ქვეყნებს კონკრეტული პირობებით ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის-POLITICO

გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული ევროკომისიის წინადადების პროექტის თანახმად, ევროკავშირი ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის იმ ქვეყნებს,...

მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა

რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ...

ენგურჰესიდან წყლის გაშვების შედეგად სოფელი ტყაია დაიტბორა

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია  ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და...

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...