მთავარისიახლეები"EU-ს ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს" -ჰერჩინსკი

“EU-ს ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს” -ჰერჩინსკი

Published on

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის 2 წლისთავს ეხმაურება და აცხადებს, რომ EU-ს ლიდერებმა გადაწყვიტეს, უკრაინის გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთონ.

როგორც ჰერჩინსკი ამბობს, EU მოწოდებულია, რომ ქვეყანას პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ფინანსურად, ჰუმანიტარულად და სამხედრო თვალსაზრისით დაეხმარონ.

“ჩვენ ვუახლოვდებით ძალიან სამწუხარო თარიღს. ორი წლის თავს რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრიდან ორი. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, დავიკავეთ მხარე ძალიან ცხადად. ჩვენ უკრაინის უკან ვდგავართ. უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას საკუთარი თავი. როგორც ევროკავშირი, მოწოდებული ვართ, დავეხმაროთ უკრაინას პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ფინანსურად, ჰუმანიტარული დახმარებით, ასევე სამხედრო კუთხით. ვამაყობ, რომ რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირმა ერთსულოვნად გადაწყვიტა, დახარჯოს 50 მილიარდი ევრო უკრაინის რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად. ეს არის უკრაინის მიმართ ჩვენი უცვლელი მხარდაჭერის კიდევ ერთი ვალდებულება, რომელსაც ნამდვილად სჭირდება ყველას დახმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს არა მხოლოდ უკრაინის გვერდით იყვნენ, რამდენს ხანსაც საჭირო იქნება, არამედ ყველაფერი გააკეთონ, რაც საჭიროა, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს,” – ამბობს ჰერჩინსკი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა ომს “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” უწოდა და განაცხადა, რომ მისი მიზანი უკრაინის “დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაცია” იყო.

ომის დაწყებას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 30 სექტემბერს კი რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები.

სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...