მთავარისიახლეებიაშშ-სთან პარტნიორობაში წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე - კობახიძე

აშშ-სთან პარტნიორობაში წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე – კობახიძე

Published on

პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს ჩინეთისა აშშ-ის ელჩებთან შეხვედრაზე და როგორია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი ამ ქვეყნებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით.

კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ორივე სახელმწიფოსთან და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანია.

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ჩინეთის მხრიდან ხედავენ ძალიან დიდ ინტერესს ურთიერთობების გაღრმავების, ხოლო ამერიკასთან პარტნიორობაში “წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე”.

“რაც შეეხება პრიორიტეტებს, პრიორიტეტები არის არა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, ურთიერთობა ორმხრივი საქმეა, შესაბამისად, პრიორიტეტები განისაზღვრება ორმხრივად. რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას, ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ამ ურთიერთობების გაღრმავების, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიცაა გამოიხატული, მაგალითად გვაქვს ძალიან გააქტიურებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკურ პროექტებში ძალიან აქტიურად არიან ჩართულებული ჩინური კომპანიები… ასევე თქვენ იცით, რომ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, გვაქვს პირდაპირი ფრენები, აღდგა ეს პირდაპირი ფრენები კოვიდის შემდეგ ძალიან მალევე ჩინური მხარის გადაწყვეტილებით. ასევე თქვენ ნახერთ, როცა პრემიერი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, უმაღლეს დონეზე მოუწყვეს დახვედრა. ყველა კუთხით ჩანს ჩინეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ და იმის მიმართ რომ სურთ სტრატეგიული პარტნიორობის მაქსიმალურად განვითარება და გაღრმავება”, – თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება შეერთებულ შტატებს:

“წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე, გარკვეულია გამოვლინება იმისა, რომ შესუსტებული იყო თითქოს ინტერესის სტატეგიული პარტნიორობის კუთხით, რაც ჩვენთვის სამწუხარო განვითარება იყო. კონკრეტულ დეტალებშიც იყო ეს გამოხატული, მაგალითად, უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა ქვეყნებს შორის უკვე არაერთი წელია, დაახლოებით 6-7 წელი იქნება. ეს გამოიხატება პროტოკოლურ საკითხებშიც, მაგალითად, მილოცვები რომ ავიღოთ, დაახლოებით ალბათ უკვე მერვე წელია, უმაღლეს დონეზე არც ერთ პრეზიდენტს თუ პრემიერს არ მიუღია მილოცვა აშშ-დან. არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება მილოცვები.

სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის კუთხითაც არ გვაქვს მაინც და მიანც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას”, – თქვა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, აშშ-ის ელჩს დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით გულწრფელად ესაუბრა.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...