მთავარისიახლეებისაზოგადოებააზიური ფარვანის შემდეგ ჩვენს ტერიტორიაზე ახალი მავნებელი გამოჩნდა

აზიური ფარვანის შემდეგ ჩვენს ტერიტორიაზე ახალი მავნებელი გამოჩნდა

Published on

 „ეხო კავკაზა“ -ს ცნობით, აფხაზეთში ახალი მავნებელი, ე.წ. პალმის წითელი გრძელცხვირა გამოჩნდა, რომელიც დეკორატიული მცენარეების მერქნითა და ფოთლებით  იკვებება.   ოკუპირებული აფხაზეთის ეკოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც ამ საკითხის მონიტორინგს ატარებს, აცხადებს, რომ პალმებს განადგურება ემუქრებათ.
 
ინსტიტუტის დირექტორი რომან დბარი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მდედრი მავნებლები პალმის ფოთლებზე დებენ კვერცხებს, უკვე ერთი კვირის შემდეგ კი 5 სმ სიგრძის ჭუპრები პალმის ხის ხვრას  შიგნიდან იწყებენ.
 
,,მავნებლის გავრცელების ზონა საბედნიეროდ ჯერ მხოლოდ რუსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაა. კერძოდ, იგი  გამოჩნდა  ფსოუს საკონტროლო გამშვები პუნქტის რაიონში, წანდრიფშში, გაგრის პანსიონატის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ ამ ზონაში გამოვიკვლიეთ მცენარეები და გამოვავლინეთ დაავადებული პალმები. დღეის მონაცემებით,   200 პალმიდან 12 უკვე განადგურდა. ჯერჯერობით ძნელია თქვა, თუ რამდენი პალმაა საერთო ჯამში დაავადებული, მაგრამ ამ დროისათვის გამოვლინებულია დაახლოებით 20 დააავადებული ხე, რომელზედაც  მკვეთრად არის გამოხატული მავნებლის მიერ მიყენებული ზიანი“ – ამბობს დბარი.
 
მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალონ  მავნებლის შემდგომ გავრცელებას, პირველ რიგში, აუცილებელია აიკრძალოს პალმის ტოტების ტრანსპორტირება და გადატანა, რადგან შესაძლოა ამან ხელი შეუწყოს მავნებლის გავრცელებას.
სოხუმის მიმართვის პასუხად  გაერომ მ აფხაზეთში გრძელცხვირა ხოჭოსთან ბრძოლაში გამოცდილი ინდოელი ექსპერტი მოავლინა, იგი აფხაზ კოლეგებს საველე პირობებში ასწავლის მწერთან ბრძოლის მეთოდებს.
 
,,ეხო კავკაზა'' აქვეყნებს აფხაზეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის „აფსაბარას“ ხელმძღვანელის რომან ლეიბას მიერ გაგრაში, პანსიონატთან ახლოს გადაღებულ ფოტოებს, სადაც ჩანს მავნებლის მიერ განადგურებული პალმის ხე და თავად მავნებელი – პალმის წითელი გრძელცხვირა  ხოჭო. 
 
,,ეხო კავკაზას'' ცნობით, გრძელცხვირა ხოჭო აფხაზეთში პირველად 2016 წელს დაფიქსირდა. 
 

სიახლეები

ჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გამოვალთ-ზელენსკი

აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში თქვა,...

ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა...

სტრასბურგის სასამართლომ ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლო) ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო. სტრასბურგში გაგზავნილი იყო...

3 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 იანვრამდე შენარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. "ქ. თბილისში 31...