მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსი ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა

რუსი ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა

Published on

რუსი ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობიდან 6 წელი გავიდა.

ყოფილი სამხედრო რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი, 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, წამებით მოკლეს. მისი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 23 თებერვალს გასაჯაროვდა.

ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ექსპერტიზის მიხედვით, დაბრუნებულ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.

ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები ამ დრომდე არ დასჯილან – მათ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს. მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე დავით გურწიევი კი დროებით ოკუპირებული ახალგორის “პროკურორი” გახდა.

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...