მთავარისიახლეებისაზოგადოებასპეციალურად "პიჯაკების საქმეზე" ჩავიცვი ერთ-ერთი პიჯაკი, რომელიც ნივთმტკიცებულებაა და მე არ უნდა...

სპეციალურად “პიჯაკების საქმეზე” ჩავიცვი ერთ-ერთი პიჯაკი, რომელიც ნივთმტკიცებულებაა და მე არ უნდა მქონდეს- სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეზე საკუთარ პროცეს დისტანციურად კლინიკა “ვივა მედიდან” ერთვება. მან თქვა, რომ სპეციალურად ჩაიცვა პიჯაკი, რომელიც საქმეში ნივთმტკიცებაა და წესით მას არ უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, ესეც მიუთითებს რამდენად იურიდიულად გაუმართავია აღნიშნული საქმე.

“მე ერთი რამე კარგად ვიცი, რომ ბრალდებულს არ შეიძლება ნივთმტკიცებულებები ჰქონდეს თან, ნივთმტკიცებულებები უნდა ინახებოდეს საგამოძიებო ორგანოში. მე დღეს სპეციალურად პიჯაკების საქმეზე ჩავიცვი პიჯაკი, ის ნივთმტკიცებულება, ერთ-ერთი პიჯაკი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში მე არ უნდა მქონდეს, თავისთავად რომ ის პიჯაკები მაქვს მე, ნუთუ ეს არ მიუთითებს იმაზე რამდენად სასაცილოა და იურიდიულად გაუმართავია ეს თეთრი ძაფებით შეკერილი საქმე”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...