მთავარისიახლეებიბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება

ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება

Published on

ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გაიმართება – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. დღის წესრიგის თანახმად, სხდომა ბრიუსელის დროით 11:00 საათზე დაიწყება.

სხდომას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი კი პრემიერმინისტრი კობახიძე იქნება.

სხდომაზე განხილული იქნება ის დათქმებიც, რომელიც საქართველოსთვის, როგორც კანდიდატის ქვეყნისთვისაა განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელის მიერ გაწერილი 9 დათქმიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მომავალი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება.

ბრიუსელში მიმდინარე სხდომის პარალელურად კი ქართული ოცნება პარლამენტში მესამე მოსმენით განიხილავს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიას უარყოფითი დასკვნა აქვს მომზადებული

ცვლილების მიხედვით, ხელისუფლება ცესკოს ერთპარტიული პრინციპით დააკომპლექტებს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...