მთავარისიახლეებიქუთაისი-ბარსელონას ავიარეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

Published on

ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება არ აღმოჩენილა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია “ვიზეარის” სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან განახორციელა სატელეფონო ზარი კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.

მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ფრენის რეჟიმში მყოფი რეისი ნომრით W66417 ქუთაისი-ბარსელონა, დაბრუნებულ იქნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ოპერატიულად განახორციელა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება. აღნიშნულ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აქტიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება სხვადასხვა ცრუ შეტყობინების ფაქტზე. ამ ეტაპზე დადგენილია, რომ შეტყობინებების უმეტესობა განხორციელებულია უცხო ქვეყნებიდან. გამოძიების ფარგლებში გატარებული ოპერატიული და ფარული ოპერაციების შედეგად, იდენტიფიცირებული არიან კონკრეტული პირები და ჯგუფები როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

რაც შეეხება ცრუ შეტყობინებებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

და ბოლოს, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მსგავს ფაქტებზე, კანონის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება იქნება ძალზე მკაცრი,” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...