მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთის საგარეო უწყება აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს

რუსეთის საგარეო უწყება აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს

Published on

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკიდურესი შეშფოთებით მიიღეს ცნობა იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის მოქალაქე ე. აბუხბა, რომელმაც 2019 წელს რუსი ტურისტის მიმართ მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პატიმრობიდან გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ მისი განაჩენი შეამსუბუქა.

“ჩვენი შეფასებით, ეს რეზონანსული შემთხვევა მოწმობს აფხაზური მართლმსაჯულების არათანაბარზომიერ დამოკიდებულებაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულსა და ამ დანაშაულებში ბრალდებულების მიმართ გამოტანილ განაჩენზე.

ცხადია, რომ ეს უქმნის რისკს უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც ყოველწლიურად ჩადიან აფხაზეთის ზღვისპირა კურორტებში, რის შესახებაც ჩვენ იძულებული ვართ გავაფრთხილოთ ჩვენი თანამოქალაქეები”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...