მთავარისიახლეებისაზოგადოება2022-2023 სასწავლო წელს, სწავლა ქვეყნის მასშტაბით 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა

2022-2023 სასწავლო წელს, სწავლა ქვეყნის მასშტაბით 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა

Published on

გასულ, 2022-2023 სასწავლო წელს, სწავლა ქვეყნის მასშტაბით 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა – მათგან 8 502 ბიჭი, 6 409 კი გოგოა.

ყველაზე ბევრმა 3 808 მოსწავლემ სწავლა მე-10 კლასში შეწყვიტა. მათ შორის 2 439 ბიჭი და 1 369 გოგო იყო.

სხვა კლასებში კი მოსწავლეთა მიერ სწავლის შეწყვეტის სტატისტიკა ასეთია: 1-ელი კლასი – 832 (449 ბიჭი, 383 გოგო); მე-2 კლასი – 1 137 (600 ბიჭი, 537 გოგო); მე-3 კლასი 1 008 (547 ბიჭი, 461 გოგო); მე-4 კლასი – 1 015 (523 ბიჭი, 492 გოგო); მე-5 კლასი 1 032 (573 ბიჭი, 459 გოგო); მე-6 კლასი – 978 (549 ბიჭი, 429 გოგო); მე-7 კლასი – 1 034 (552 ბიჭი, 482 გოგო); მე-8 კლასი – 946 (495 ბიჭი, 451 გოგო); მე-9 კლასი – 892 (497 ბიჭი, 395 გოგო); მე-10 კლასი – 3 808 (2 439 ბიჭი, 1 369 გოგო); მე-11 კლასი – 1 445 (836 ბიჭი, 609 გოგო); მე-12 კლასი 784 (442 ბიჭი, 342 გოგო).

აღსანიშნავია, რომ 2022-2023 სასწავლო წელს იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს, წინა 2021-2022 სასწავლო წლის იმავე მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ აღემატება. უფრო ზუსტად 2021-2022 სასწავლო წელს სწავლა ქვეყნის მასშტაბით 8 846-მა მოსწავლემ შეწყვიტა.

სიახლეები

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს – ჯო უილსონი

უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები! - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო...

საია პროკურატურას მოუწოდებს, დროულად განახორციელოს ქორიძეზე და გახარიაზე თავდამსხმელთა დევნა

საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ეფექტიანი საპროცესო ზედამხედველობის ფარგლებში, დროულად განახორციელოს გიორგი გახარიას და ზვიად...

პარტია “საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს

ჯგუფური თავდასხმა გიორგი გახარიაზე - "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს. გახარიას პარტია ითხოვს დაუყონებლივ და საფუძვლიან გამოძიებას...

გიორგი გახარიას პირველი განცხადება მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ

გიორგი გახარიას პირველი განცხადება მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ - პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი სოციალურ ქსელში...