მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯერ იმის მეასედი გააკეთეთ, რაც მე გავაკეთე და მერე ისაუბრეთ, რომ წარსული...

ჯერ იმის მეასედი გააკეთეთ, რაც მე გავაკეთე და მერე ისაუბრეთ, რომ წარსული ვარ- მიხეილ სააკაშვილი

Published on

ჯერ იმის მეასედი გააკეთეთ, რაც მე გავაკეთე და მერე ისაუბრეთ, რომ მე წარსული ვარ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა. 
სააკაშვილის თქმით, მოქმედი ხელისუფლება უმოქმედოა და ძირითადად იმ პროექტებს ახორციელებს, რასაც წლების წინ აკრიტიკებდნენ და რომლის განხორციელებაც წინა ხელისუფლებისას მიმდინარეობდა.
„ყველაფერი, რაზეც დგას საქართველო, არის ჩემი და ჩემი გუნდის შექმნილი. ტურიზმი ჩვენი შექმნილია, რაზეც დღეს საქართველოს ეკონომიკა დგას და ეს უწიგნურები არ დაგვცინოდნენ?! ამასწინათ თქვეს, რკინიგზა უნდა გავუშვათ ვენაშიო და ეს ის პროექტი არ იყო, რომელსაც ეწინააღმდეგებოდნენ?! ლაზიკას და ბათუმის უნივერსიტეტს არ ებრძოდა ეს ბნელეთის მოცუქლი?! არც ერთი ახალი პროექტი მათ არ შეუქმნიათ , ესენი არიან იმპოტენტები, რომელთაც არაფრის შექმნა არ შეუძლიათ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...