მთავარისიახლეებივერთვები კამპანიაში, როგორც "ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების პლატფორმის" წარმომადგენელი

ვერთვები კამპანიაში, როგორც “ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების პლატფორმის” წარმომადგენელი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აპირებს სათავეში ჩაუდგეს “ნაციონალური მოძრაობის” ბორდს და უშუალოდ ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში, როგორც “ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების პლატფორმის” წარმომადგენელი.

ამ თემაზე მან სასამართლო პროცესზე ჩართვის დროს ისაუბრა.

“მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ ბორდს, ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე, თუ ამას მხარს დაუჭერენ პარტიის რიგითი წევრები. ამ ბორდში შემოვლენ პარტიის ლიდერები, მაგრამ ასევე ბევრი საზოგადოებრივი აქტიური მოღვაწე და მე მზად ვარ ამ არჩევნებში ვიყო აბსოლუტურად წინა ხაზზე პოლიტიკური ბრძოლის, იმიტომ რომ აქ წყდება საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი, აქ წყდება საკითხი საერთოდ გვექნება მომავალი თუ ეს მომავალი უიმედოდ დაიკარგა. […] მე მინდა ვთქვა, რომ ამ ბორდის ჩემი თავმჯდომარეობის თემაზე, პირველად არის, როცა უშუალოდ ვერთვები კამპანიაში, უშუალოდ ვერთვები, როგორც ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების პლატფორმის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მე ვრჩები უკრაინის მოქალაქედ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მე მინდა ყველას შევახსენ, რომ ბიძინა ივანიშვილი კენჭს იყრიდა როგორც ევროკავშირის მოქალაქე და ეს პრეცედენტი საქართველოში არსებობს”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...