მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ფასი იმისა, რაც ხდება დღეს "რუსთავი 2-ში", იქნება უკიდურესად მაღალი,"-ელენე ხოშტარია

“ფასი იმისა, რაც ხდება დღეს “რუსთავი 2-ში”, იქნება უკიდურესად მაღალი,”-ელენე ხოშტარია

Published on

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ რამდენიმე საათის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი ელენე ხოშტარია აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობაზე ძალადობა განახორციელა. 

 „აქ რუსთავი 2-ზეც არ  არის საუბარი აქ არის საუბარი კონსტიტუციური წესრიგის დაცვაზე. ჩვენ არავითარ შემთხვევაში უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე არ შევუშვებთ აქ არავის. ხელისუფლებას აქვს არჩევანი გამოიყენოს სპეცრაზმი ან რაც უნდა, მაგრამ არაფერი არ გააჩერებს იმ პროტესტს, რომელიც არის სახელმწიფოს ფუნდამენტის დაცვის აუცილებლობა და მოვალეობა რომელიც გაგვაჩნია ჩვენ. ჩვენ ხომ არ გვაქვს საქმე ნორმალურ სამართლებრივ სიტუაციასთან, ნებისმიერ წამს შეიძლება აქ გამოცხადდეს უკანონო მმართველი და მას გაუმაგროს ზურგი რაღაცა ტიპის სპეცრაზმმა ან პოლიციამ. ჩვენ აქ სწორედ იმიტომ ვდგევართ, პირველ რიგში ჟურნალისტების გვერდზე, მათ მოუწევთ ჩვენზე გადავლა, მათ მოუწევთ მოქალაქეებზე ძალადობის გზით ამის მიღწევა. ეს არის მხდალი, მშიშარა შანტაჟის გზა, რომელიც მათ არ გაუვათ. საბოლოო მიზანი არის ძალაუფლების უზურპაცია, როდესაც ქვეყანაში აღარ არსებობს კონსტიტუცია ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გამოგვაცალეს ხელიდან ძალაუფლება,   ეს არის ძალადობა საზოგადოების წინააღმდეგ, ეს არის მედიის მიტაცება, სასამართლოს გათელვა, მთლიანად სამართლებრივი ჩარჩოს გათელვა და ეს დამთავრდება ძალიან ცუდად. გარდა ჩვენი ფიზიკური დგომისა ჩვენ გამოვიყენებთ საერთაშორისო მნიშვნელოვან ბერკეტებს, მე ვიტოვებ იმედს ამ პროცესებში პრეზიდენტის საგანგებო ჩარევისა, მან ერთხელ ეს უკვე მოახერხა და მოვუწოდებ მას ჩაერიოს ამ პროცესებში. ფასი იმისა რაც ხდება დღეს რუსთავი 2-ში იქნება უკიდურესად მაღალი, საქართველო მოექცევა სრულ იზოლაციაში. ჩვენ დღეს უკვე ძალიან მკაცრი შეფასებები მოვისმინეთ, ლიტვაში ვიზიტი იყო ძალიან სამარცხვინო, კარგად ჩანდა როგორ დაიტუქსა პრემიერი. ესეთი მოქმედებების შედეგი იქნება საქართველოს სრული იზოლაცია, სტრატეგიული პარტნიორების დაკარგვა, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროში. საქართველოდ დარჩება აბსოლუტურად მარტო და ამის გამოსწორებას დასჭირდება წლები. დღეს ის ადამიანები, ვინც ეხლა კონსტიტუცია გათელა კარგად დაფიქრდნენ რამხელა ფასს ახდევინებენ ქვეყანას ამ უგუნური მოქმედებების გამო. ქვეყანა შეყავთ ჩიხში,“-აცხადებს ელენე ხოშტარია. 

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...