მთავარისიახლეებისაქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას და შეთავაზებას პოლიტიკური პატიებისთვის, მიხეილ სააკაშვილი განცხადებით ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას და შეთავაზებას პოლიტიკური პატიებისთვის, მიხეილ სააკაშვილი განცხადებით ეხმაურება

Published on

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას და შეთავაზებას პოლიტიკური პატიებისთვის, მიხეილ სააკაშვილი განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ როგორც პირველ ნაბიჯს, ყველა დასავლურ ძალას სთავაზობს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საერთო საპრეზიდენტო კანდიდატზე ჩამოყალიბდნენ:

“პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით: ვეთანხმები, რომ არ არის ხელოვნური ფორმალური გაერთიანებების დრო, ამავე დროს, ჩამოსაყალიბებელია ერთობლივი პროევროპული ძალების საკოორდინაციო ფრონტი, თუნდაც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ.
როგორც პირველ ნაბიჯს, მე ყველა დასავლურ ძალას ვთავაზობ, ჩამოვყალიბდეთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე. მე დაახლოებით ვხვდები, თუ ვინ იკვეთება ასეთ კანდიდატად, მაგრამ ასევე სხვების აზრის გაგება მაინტერესებს.
ამავე დროს, სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა ის, რასაც მე სულ ვამბობ: ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შეწყვიტონ ერთმანეთის ლანძღვა და სამიზნე გაასწორონ ოლიგარქზე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხაზგასმით უარს ამბობს სხვა ოპოზიციური ჯგუფების კრიტიკაზე და პრაქტიკულად ყოველთვის უპასუხოდ ტოვებს მათ თავდასხმებს.
პრეზიდენტის დღევანდელმა გამოსვლამაც და საერთოდ იმ პოლიტიკურმა ატმოსფერომ, რომელიც შექმნილია ნათლად დაადასტურა, რომ ოლიგარქის მმართველობას წყალი აქვს შეყენებული და ამ ისტორიულ არჩევნებზე ჩვენ მას მიტაცებული საქართველო კლანჭებიდან აუცილებლად უნდა გავაგდებინოთ და ქართველი ხალხი სიღატაკისგან, უპერსპექტივობისგან და საბოლოო განადგურებისგან დავიხსნათ.” წერს მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...