მთავარისიახლეებიმსოფლიოსარატოვში ესროლეს Ту-95-ის პილოტს, რომელიც უკრაინას ბომბავდა

სარატოვში ესროლეს Ту-95-ის პილოტს, რომელიც უკრაინას ბომბავდა

Published on

სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში დაუდგენელმა პირებმა რამდენიმე ტყვია ესროლეს რუს სამხედრო პილოტს ოლეგ სტეგაჩოვს, რომელიც, უკრაინის დაზვერვის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის ივლისში იმ Ту-95-ის ეკიპაჟის მეთაური იყო, რომელიც უკრაინის ქალაქებს ბომბავდა და რომელსაც ერთერთი ყველაზე სისხლიანი – ქალაქ დნეპრის დაბომბვა ეხება. 

უკრაინის დაზვერვა არც ადასტურებს და არც უარყოფს მომხდართან უკრაინის სპეცსამსახურების კავშირს, ამასთან, გავრცელებულ ცნობაში არც პილოტის მდგომარეობაზეა საუბარი. ერთ-ერთი ვერსიით, პილოტი მის მანქანაში ჩაცხრილეს და მოკვდა, რუსლიპროპ-მედია კი წერს, რომ სტეგაჩოვი ცოცხალია და ის მხოლოდ ტრავმატული იარაღით, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი დავის დროს დაჭრეს. 

ამ ვერსიის გავრცელებიდან სულ ცოოტა ხანში კი გავრცელდა მანქანის კადრებიც, სადაც სტეგაჩოვი ჩაცხრილეს. ცოტა ძნელად დასაჟერებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული დავის მეორე მხარე სტუგაჩევს უკან დადევნებოდა, სახლამდე მიჰყოლოდა და მანქანიდან გადმოსვლის დროს ესროლა. 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....