მთავარისიახლეებიამერიკას არ უნდა ირანთან ომი

ამერიკას არ უნდა ირანთან ომი

Published on

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა დაინტერესებული არაა ირანთან ომით. კომენტარი კეთდება მას შემდეგ, რაც იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და კიდევ ათობით დაშავდა.

“ჩვენ არ გვინდა უფრო ფართო ომი ირანთან. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული რეგიონში უფრო ფართო კონფლიქტით, ჩვენ არ ვეძებთ სხვა ომს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ”, – თქვა კირბიმ.

პრეზიდენტმა ბაიდენმა თავდასხმის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ მის უკან დგანან “ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური მებრძოლი ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ სირიასა და ერაყში” და აღნიშნა, რომ აშშ მოითხოვდა პასუხს.

კონგრესში რესპუბლიკელებმა მოუწოდეს ბაიდენის ადმინისტრაციას შური იძიოს ირანზე, პალატის სპიკერმა კი განაცხადა, რომ შტატებმა მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოს მთელ მსოფლიოს, რომ მის ჯარებზე თავდასხმას არ აპატიებს.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...