მთავარისიახლეებიღარიბაშვილს კობახიძით ანაცვლებენ თანამდებობა შესაძლოა სუს-ის უფროსმა და კიდევ 5-მა მინისტრმა...

ღარიბაშვილს კობახიძით ანაცვლებენ თანამდებობა შესაძლოა სუს-ის უფროსმა და კიდევ 5-მა მინისტრმა დატოვოს

Published on

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე თანამდებობებს ცვლიან- პრემიერის პორტფელს “ოცნების” თავმჯდომარე ჩაიბარებს, თავმჯდომარეობას კი მთავრობის მეთაური. “მთავარი არხის” გავრცელებული ინფორმაცია, რამდენიმე საათში სამთავრობო მედიებმა “ექსკლუზიურად” დაადასტურეს და მოსალოდნელ ცვლილებებზე გაავრცელეს ინფორმაციები.

იქამდე კი “ოცნების” წევრები ტრადიციულად ყველაფერს უარყოფდნენ და “სპეკულაციებსა” და “დეზინფორმაციებს” უწოდებდნენ. მას შემდეგ კი რაც მათივე მედიებმა დაადასტურეს ცვლილებები, პოზიცია შეიცვალეს.

“მთავარის” ინფორმაციით, ღარიბაშვილი გარდა, პოსტის დასატოვებლად ემზადება მისი კაბინეტის კიდევ 5 წვერი. საკადრო ცვლილებები იგეგმება საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებში.

ჩვენი ინფორმაციით, თანამდებობიდან უშვებენ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელსაც სავარაუდოდ ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. პორტფელს ტოვებს თეა წულუკიანიც. შესაძლოა თანამდებობა ვერ შეინარჩუნოს სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმაც.

დღეს, 17 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში ღარიბაშვილის ბრიფინგი ჩაინიშნა.

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...