მთავარისიახლეებისაზოგადოებაროგორ შევასრულებთ EU-ს 9 რეკომენდაციას უნაკლოდ 1 წელიწადში! - "ლელო" ხვალ გეგმას...

როგორ შევასრულებთ EU-ს 9 რეკომენდაციას უნაკლოდ 1 წელიწადში! – “ლელო” ხვალ გეგმას გაასაჯაროებს

Published on

“ლელოს” მზად აქვს გეგმა, როგორ უნდა შესრულდეს EU-ს 9 რეკომენდაცია 1 წელიწადში უნაკლოდ. ამის შესახებ პარტიის წევრი ანა ნაცვლიშვილი საუბრობს.

ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლებამ 18 თვე რეფორმების გატარების ნაცვლად დასავლეთის დისკრედიტაციაში დახარჯა, რომლის მიზანიც სწორედ აღნიშნული რეკომენდაციების ჩაგდება იყო.

“ლელოს” მზად აქვს გეგმა, როგორ შევასრულებთ ცხრავე რეკომენდაციას უნაკლოდ, ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში! ეს არის 9 ნაბიჯი ევროპისკენ! ამ გეგმას ხვალ 15:00 საათზე პარლამენტში გავასაჯაროებთ.

 

ჩვენ მოგვეცა ისტორიული შანსი. ამ შანსს უნდა მოვეკიდოთ სრული პასუხისმგებლობით, ახლა არ არის პროცესის შენელების და დამუხრუჭების დრო. საჭიროა სწრაფი წინსვლა ევროკავშირისკენ და არა საქართველოს დაბრუნება რუსულ ორბიტაზე.

ასეთი შანსი საუკუნეში ერთხელ ჩნდება. საქართველოს სჭირდება პარტია, რომელიც რუსულ კანონს კი არ იღებს, რომელიც ანტიევროპულ კამპანიით კი არა, ევროპული რეფორმებით დაკავდება, საქმეს გააკეთებს. ამ რეფორმების გატარება არ არის რთული, როცა გინდა, “ოცნებას” არ უნდა და ამიტომ არ აქვთ რეალური გეგმა და მიზანი მათი განხორციელების, მათი გეგმა რუსეთია. ჩვენი გეგმა საქართველოა.

გელოდებით ხვალ 15:00 საათზე ჩვენი 9 ნაბიჯის პრეზენტაციაზე!, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...