მთავარისიახლეებისამართალი16 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობისთვის 51 წლის კაცს პატიმრობა შეეფარდა

16 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობისთვის 51 წლის კაცს პატიმრობა შეეფარდა

Published on

16 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულ 51 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ხაშურის რაიონულ სასამართლოში გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

მოსამართლემ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა, დაცვის მხარე კი დაკავებულის გათავისუფლებას ყოველგვარი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე ითხოვდა.

“სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნა ბრალდების მხარის პოზიცია პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. დაცვის მხარეს გააჩნდა საკუთარი პოზიცია. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული იქნა მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება შემდგომ მტკიცებულებებს, ეს დროის საკითხია და ბრალდების მხარის მიერ, შეკრებილი იქნება ის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც წარიმართება საქმე სასამართლოში არსებითად განსახილველად”, – განაცხადა პროკურორმა თორნიკე ბაიდოშვილმა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....