მთავარისიახლეებიეჭვი გვაქვს რომ აქ საავადმყოფო არ აშენდება" - რესპუბლიკურის ექიმების პროტესტი

ეჭვი გვაქვს რომ აქ საავადმყოფო არ აშენდება” – რესპუბლიკურის ექიმების პროტესტი

Published on

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა 26 იანვარს, 3 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია დააანონსეს. ექიმები საქართველოს მთავრობის მიერ კლინიკის დანგრევაზე გადაწყვეტილების შეცვლასა და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

ექიმები ამბობენ, რომ მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ექსპერტიზის დასკვნისა და მათი ჩართულობის გარეშე მიიღო.

ექიმები ეჭვს გამოთქვამენ, რომ სახელმწიფოს მხოლოდ რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორია სჭირდება და იქ სხვა საავადმყოფოს აშენებას არ გეგმავს.

“უპრეცედენტო გაყრაა ამ საავადმყოფოდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ტერიტორია უბრალოდ სჭირდებათ. ახალი საავადმყოფო უნდა აშენდეს იმიტომ, რომ ეს დაინგრეს, როდესაც ამდენი ფართია უკან. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ აქ საავადმყოფო საერთოდ არ აშენდება.

მადლობის მაგივრად იღებს ზიზღს და შანტაჟის ენით საუბარს, რომ 5 თებერვლამდე ჩვენ აქედან უნდა გაგვყარონ და მათ ბუნდოვან წინადადებებზე უნდა მოვაწეროთ ხელი, რომლის უკანაც არანაირი გარანტია არ არის”, – ამბობს აქციის მონაწილე ერთ-ერთი ექიმი, ნინო ოთარაშვილი.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...