მთავარისიახლეებისაზოგადოებაკახეთში უამინდობას ებრძვიან - რეგიონში 22 ათასამდე აბონენტს დენი არ აქვს

კახეთში უამინდობას ებრძვიან – რეგიონში 22 ათასამდე აბონენტს დენი არ აქვს

Published on

უამინდობამ პრობლემები შექმნა კახეთში – გადაუღებელი თოვის გამო, დილიდან თელავში გაჩერდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კი მხოლოდ მაღალი გამავლობის, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის არის მოძრაობა დასაშვები. გზის ამ მონაკვეთს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.

“თოვლის ნალექიდან გამომდინარე ქალაქში დილიდან მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, იწმინდება ცენტრალური და შიდა გზები, დაიყარა ქვიშა-მარილი, გაიწმინდა თოვლისგან გზის საფარი, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება დროებით, ამინდის გამო შეზღუდულია, უსაფრთხოებიდან გამომდინარე. როგორც კი იქნება საშუალება, მუნიციპალური ტრანსპორტი განაახლებს სამუშაოებს”, – ამბობს თელავის მერი.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ენერგო მომარაგების კუთხითაც. 22 ათასამდე აბონენტს კახეთში არ მიეწოდება ელექტროენერგია.

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...