მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 698-ე დღე - სად რა ხდება უკრაინაში

ომის 698-ე დღე – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

კიევში პრველად ჩავდა პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი. მან უკრაინის დედაქალაქამდე მატარებლით იმგზავრა.

ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინას არ უნდა შეეშინდეს – ევროპის ქვეყნების მხრიდან დახმარება, მისი თქმით, გაგრძელდება. 

22 იანვრის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიას Shahed-136/131 ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, დრონები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, კერძოდ, პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს.

„რვავე „შაჰედი“ განადგურდა უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებისა და მობილური საცეცხლე ჯგუფების მიერ“, – ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს მიკოლაივის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის ოლქებში.

გუშინ საღამოს კი ლენინგრადის ოლქში უკრაინული დრონების სამიზნე რუსული ქარხანა გახდა. “Новатек”-მა ამ თავდასხმის შემდეგ ოპერირება შეაჩერა. 

დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი რადაში კანონპროექტს შეიტანს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში გაუქმდება უკრაინის მოქალაქეებისთვის არსებული შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც მათ არ შეეძლოთ ორმაგი მოქალაქეობა.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...