მთავარისიახლეებისაზოგადოებარიში სუნაკი დღეს კიევს ეწვევა

რიში სუნაკი დღეს კიევს ეწვევა

Published on

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დღეს კიევს ეწვევა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ხელს მოაწერს გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

Sky News-ის ცნობით, სუნაკი გამოაცხადებს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, უსაფრთხოების გარანტიებს და ჰუმანიტარულ დახმარებას.

კერძოდ, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერით, გაერთიანებული სამეფო აიღებს ვალდებულებას, სადაზვერვო მონაცემების გაზიარების, კიბერუსაფრთხოების, სამედიცინო და სამხედრო წვრთნების, ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

რიში სუნაკის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას 2024-2025 წლებში 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს, რაც წინა ორ წელთან შედარებით 200 მილიონი გირვანქა სტერლინგით მეტია. დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით, საჰაერო თავდაცვით, საარტილერიო საბრძოლო მასალითა და საზღვაო უსაფრთხოებით უზრუნველყოფს.

რიში სუნაკი ირწმუნება, რომ გაერთიანებული სამეფო მტკიცედ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და მის გვერდით დგომას.

„გაერთიანებული სამეფო უკვე არის უკრაინის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი, რადგან ჩვენ მათ უსაფრთხოებას, ჩვენს უსაფრთხოებად ვაღიარებთ. დღეს ჩვენ კიდევ უფრო წინ მივდივართ – გავზრდით ჩვენს სამხედრო დახმარებას, ათასობით დრონის მიწოდებით და ახალ ისტორიულ უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელის მოწერით, რათა უკრაინას მივცეთ გარანტიები, რაც მას გრძელვადიან პერსპექტივაში სჭირდება“, – აღნიშნა სუნაკმა.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...