მთავარისიახლეებიბათუმის კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 6 წლის ბავშვი დაიღუპა

ბათუმის კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 6 წლის ბავშვი დაიღუპა

Published on

ბათუმის კლინიკაში 6 წლის ბავშვი დაიღუპა. მცირეწლოვანი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გალიდან 2 დღის წინ მშობლებმა თავდაპირველად ზუგდიდში გადაიყვანეს. ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში მას პირველადი გამოკვლევები ჩაუტარდა და დახმარება გაეწია.

ექიმების თქმით, ბავშვს პოლიორგანული უკმარისობა აღენიშნებოდა, გამოხატული იყო სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა.

გამომდინარე იქიდან, რომ ზუგდიდის არცერთ კლინიკაში ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება არაა, მცირეწლოვანი ბათუმში გადაიყვანეს. კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე საათში ის დაიღუპა.

ზუგდიდის კლინიკის ექიმი ამბობს, რომ მცირეწლოვანს კორონავირუსის ინფექცია არ დადასტურებია.

“ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შემოყვანილ იქნა თვითდინებით 6 წლის ბავშვი მშობლების მიერ, რომელსაც ჰქონდა ცხელების, სუნთქვის გაძნელების და ხველების რამდენიმედღიანი ანამნეზი. ბავშვი შემოყვანისას მოთავსდა გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, გამოხატული იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობის მომენტები, გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა, შესაბამისი პირველადი დახმარების შემდეგ ბავშვი გადაიგზავნა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მიერ სპეციალიზებულ კლინიკაში – ბათუმის დედათა და ბავშვთა სახელობის ცენტრალურ ჰოსპიტალში”, – ამბობს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმი.

გარდაცვლილი 6 წლის ბავშვის ცხედარი უკვე გადაასვენეს საკუთარ სახლში, ოკუპირებულ აფხაზეთში. ექიმები ამბობენ, რომ ბავშვის ჰოსპიტალიზაიცა დაგვიანებული იყო, რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ დაუდგენელია, რადგან ექსპერტიზის პასუხი ამ დორისთვის არაა ცნობილი.

სიახლეები

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...

აფხაზი ბოევიკები და ომი უკრაინაში — როგორ გადაიქცა დონბასი აფხაზური რევანშიზმის მეორე ფრონტად

2014 წელს დონეცკში გამოჩენილი მცირე კავკასიური მოხალისეთა რაზმი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და...

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...