მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული პაატა როგავა გაათავისუფლეს

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული პაატა როგავა გაათავისუფლეს

Published on

ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მკვიდრი პაატა როგავა დრანდის ე.წ. ციხიდან  გათავისუფლდა – ამ ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამა-შვილი არჩილ და პაატა როგავები დეფაქტო აფხაზეთის სასამართლომ გასული წლის 1 აგვისტოს გაასამართლა. მამას, არჩილ როგავას – 2 წლით, პაატა როგავას კი 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.როგავების გათავისუფლების საკითხი გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრებზე სისტემატურად განიხილებოდა..“პაატა როგავას გათავისუფლება პოზიტიურ დინამიკას შესძენს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შემდგომ მუშაობას“, – აცხადებენ სუს-ში.

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...