მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს ყველა უკრაინელი ერთადაა, ვლოცულობთ ომის დასრულებისთვის- ზელენსკი

დღეს ყველა უკრაინელი ერთადაა, ვლოცულობთ ომის დასრულებისთვის- ზელენსკი

Published on

“ჩვენ ვლოცულობთ ომის დასრულებისთვის. ვლოცულობთ გამარჯვებისთვის. დღესაც ასე მოვიქცევით. სადაც არ უნდა ვიყოთ. სადაც არ უნდა გავატაროთ შობა. დღეს ყველა უკრაინელი ერთადაა. შობას ყველა ერთად ვხვდებით. იმავე დღეს, როგორც ერთი დიდი ოჯახი, როგორც ერთი ერი, როგორც ერთიანი ქვეყანა. და დღეს ჩვენი საერთო ლოცვა იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე. […]

შობის ღამე არის წელიწადის ყველაზე გრძელი ღამეების დრო. მაგრამ ხვალიდან დღე გახანგრძლივდება, სინათლე იწყებს გაბატონებას. შუქი ძლიერდება. და ნაბიჯ-ნაბიჯ, დღითი დღე, სიბნელე უკან იხევს.

და ბოლოს, სიბნელე წააგებს. ბოროტება დამარცხდება. დღეს ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, ჩვენი საერთო ოცნება და ეს არის ის, რაც დღეს ჩვენი საერთო ლოცვაა. ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენი გამარჯვებისთვის. ჩვენი უკრაინისთვის. იმ დღისთვის, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ სახლში მისვლას, მშვიდობიან შობას, მშვიდობიან წელს. და ვეტყვით ერთმანეთს: “ქრისტე იშვა!” თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შობის მისალოც მიმართვაში.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...