მთავარისიახლეებიდაკავება თაღლითობის ბრალდებით - კომპანიის მფლობელს, რომელმაც მოქალაქეს 24 ათასი ლარი მოტყუებით...

დაკავება თაღლითობის ბრალდებით – კომპანიის მფლობელს, რომელმაც მოქალაქეს 24 ათასი ლარი მოტყუებით გამოსძალა, 9 წლამდე ციხე ემუქრება

Published on

თბილისის პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, შპს-ს დირექტორმა აივანზე ტენტების მონტაჟის სანაცვლოდ დაზარალებულს ავანსის სახით 23 945 ლარი ჩაარიცხვინა, თუმცა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და თანხა მიისაკუთრა.

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებული შპს-ს დირექტორს აივანზე ე.წ. ტენტების შეცვლა/მონტაჟის მიზნით დაუკავშირდა. ბრალდებულმა იკისრა ვალდებულება, რომ სამუშაოებს ჩამოყვანილი თურქი ხელოსნის მონაწილეობით შეასრულებდა და მხარეებმა 2025 წლის 03 სექტემბერს ელექტრონულად გააფორმეს შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულებამ 12,700 აშშ დოლარი შეადგინა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა დაზარალებულს ავანსის სახით შპს-ს ანგარიშზე 70% – 23,945.22 ლარი ჩაარიცხვინა, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და დაზარალებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება არ გაუწია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლიდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სიახლეები

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს

ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვანი დააკავეს. ინფორმაციას ამის...

ვრწმუნდები, თუ რა დიდი მოვლენა იყო ოთხი ოქტომბრის საქართველოს ეროვნული კრება – პაატა ბურჭულაძე

„მინდა მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს პატივცემულ მოსამართლეებს: "ვადევნებ თვალს თქვენს პროცესს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები,...

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...