მთავარისიახლეებიკონფლიქტები„სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევისთვის აფხაზეთში შარშან ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

„სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევისთვის აფხაზეთში შარშან ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

Published on

დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  შარშან ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს აფხაზეთ-საქართველოს „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევისთვის. 
 
დაკავებულთაგან  სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 43 პირი, .დააჯარიმეს  500-ს „დამრღვევი'', აფხაზეთის ტერიტორიიდან კი 23 პირი გააძევეს.  დანარჩენებთან დაკავშირებით პრევენციული ზომები იქნა მიღებული.
 ამასთან, ღონისძიებების შემდეგ გამოავლინეს 32 ადამიანი დოკუმენტებით, რომლებიც გაყალბების ნიშნებს შეიცავდა. ეს დოკუმენტები დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.
 
განცხადების მიხედვით,  „საზღვრის დამრღვევ“ პირთა რაოდენობა წინა 2016  წელთან შედარებით საგრძნობლად  შემცირდა, კერძოდ, სამჯერ ნაკლებია 2016 წლის მონაცემებზე.
,,ეს განპირობებულია „სახელმწიფო საზღვრის“ დაცვის ახალი მიდგომების შემუშავებით, დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფის და აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი მუშაობით.'' – ნატქვამია განცხადებაში.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....