მთავარისიახლეებისაზოგადოებაადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამავლობას გარემოვაჭრეებს მაჟორიტარი დეპუტატი გაუწევს

ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამავლობას გარემოვაჭრეებს მაჟორიტარი დეპუტატი გაუწევს

Published on

გარემოვაჭრეები მეექვსე დღეა აქციებს მართავენ, ისინი დღეს დილიდან გუბერნიის შენობასთან შეიკრიბნენ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან შეხვედრა ითხოვეს. აქციის მონაწილეები ალტერნატიული ბაზრობის კეთილმოწყობამდე გარევაჭრობის დაშვებას ითხოვენ.რამდენიმესაათიანი ლოდინი უშედეგო აღმოჩნდა. გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან შონია ადგილზე არ იმყოფებოდა და მოვაჭრეებს შეხვედრა მეორე დღისთვის შესთავაზა. აქციის მონაწილეებთან შეხვედრა მოითხოვა მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ. რამდენიმე გარემოვაჭრე საკრებულოს წევრებთან ერთად შეხვდა  დეპუტატს, რომელიც  შეხვედრის მონაწილეებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამავლობას დაპირდა.გარემოვაჭრეები მეექვსე დღეა გარევაჭრობის დაშვების მოთხოვნით აქციებს მართავენ. მერიის მიერ შეთავაზებული წინადადება მათთვის მიუღებელია, რადგან მათი თქმით, ალტერნატიული ფართის გადასახდელ  თანხას ვერ გადაიხდიან მცირებიუჯეტიანი საქონლის გამო.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...