მთავარისიახლეებიმსოფლიოტიუმენი-ადლერის მატარებელში 12 წლის გოგო გარდაიცვალა, 30-მდე ბავშვი კი ჰოსპიტალიზებულია

ტიუმენი-ადლერის მატარებელში 12 წლის გოგო გარდაიცვალა, 30-მდე ბავშვი კი ჰოსპიტალიზებულია

Published on

ბავშვების ჯგუფი, მშობლები და აღმზრდელები, სულ 125 კაცი, ციმბირში ექსკურსიის შემდეგ უკან ბრუნდებოდა, როცა რამდენიმე ბავშვს მწვავე რესპირატორული ნიშნები აღმოაჩნდა, მაღალი ტემპერატურის თანხლებით.

როცა მატარებელი პენზის ოლქს მიუახლოვდა, 12 წლის ვერონიკა ძალიან ცუდად გახდა, გონება დაკარგა და დაეცა, ხოლო რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

ბავშვების ჯგუფს ორი ექიმი და მედდა აცილებდნენ, რომლებმაც მოზარდის დახმარება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. სერდობსკში ბავშვების გადარჩენისთვის ბრძოლაში რკინიგზის ექიმებიც ჩართეს, მაგრამ ამაოდ – ამ დროისთვის მაღალი ტემპერატურა და კრუნჩხვის ნიშნები ოთხ ბავშვს აღენიშნებოდა, ხოლო კიდევ 30-ს დაბალი ტემპერატურა და გაციების ნიშნები.

სარატოვის ოლქში მატარებელს უკვე ელოდა სასწრაფოს რამდენიმე ბრიგადა  – ბავშვები მატარებლიდან მოხსნეს. ამჟამად დეტალებს უშიშროება და პროკურატურა არკვევს, ხოლო იმ ბავშვებმა, ვისაც ვირუსმა გვერდი აუარა, გზა შინისაკენ ჩვეულებრივად გააგრძელეს.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...