მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება

Published on

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,  დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება.  
ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.  ბრიუსელში მასთან ერთად იმყოფება საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. 
 
სამინისტროს ინფორმაციით, ასოცირების საბჭოს ფარგლებში განხილულ იქნება ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. 
ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ  გამოჰყო სამი ძირითადი მიმართულება,  რაზეც საბჭოს ფარგლებში გამახვილდება ყურადღება. 
 
 ასოცირების იმპლემენტაცია; დახმარების ახალი პაკეტი 2017-2020 წლისთვის, რომელიც   შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას;  და უსაფრთხოების საკითხი.
,,ეს ტრადიციულად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დავიწყეთ სტრატეგიული დიალოგი უსაფრთხოების თემაზე და ამაზე იქნება საუბარი. განიხილება  ასევე კონფლიქტი და კონფლიქტის მოგვარების თემა და ზოგადად უსაფრთხოების სიტუაცია რეგიონში,“ – განაცხადა ნატალი საბანაძემ. 

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...