Financial Times წერს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა უნგრეთს ჩამოართვან ხმის უფლება, რათა დაამტკიცოს შეთანხმება უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების შესახებ. აღნიშნული სამიტის დროს უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა დაბლოკა.
სტატიაში ნათქვამია, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირი განიხილავს, რომ გამოიყენონ კანონის უზენაესობის დარღვევისთვის 2007 წლის ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა, რამაც შეიძლება შეაჩეროს ხმის უფლება.
გამოცემა წერს, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება დაბლოკოს ნებისმიერმა წევრმა სახელმწიფომ – “მაგრამ პოლონეთში ხელისუფლების შეცვლა ნიშნავს, რომ უნგრეთს აღარ ჰყავს გარანტირებული დამცველი”.
სტატიაში ნათქვამია, რომ ბევრი ქვეყანა ღელავს ამ მუხლის გამოყენებაზე, რაც ევროკავშირის ყველაზე დიდი იარაღია წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ოფიციალური პირების თქმით, პრიორიტეტი ორბანის დარწმუნებაა, რომ არ დაბლოკოს დახმარების საკითხი. თუმცა, თუ ეს ვერ მოხერხდა, ევროკავშირის 26 წევრ სახელმწიფოს შეუძლია მიაღწიოს შეთანხმებას უკრაინის დახმარების შესახებ, თითოეულს მხრიდან ინდივიდუალურად. მედია წერს, რომ ამას დიდი დრო დასჭირდება და საკითხის მოკლევადიანი გადაწყვეტა იქნება.
“შესაძლოა, უნგრეთმა მეტი პრობლემა შექმნას. შესაძლოა უნგრეთმა გვაიძულებს გამოვიყენოთ რამდენიმე განსხვავებული ინსტრუმენტი. მაგრამ საბოლოოდ, უნგრეთი ვერ შეგვიშლის ხელს უკრაინისთვის ფულის მიწოდებაში”, – აცხადებს ევროკავშირის მაღალჩინოსანი.