მთავარისიახლეებიგურიაში ძაღლის მიერ დაკბენილი ბავშვები კლინიკაში რჩებიან

გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილი ბავშვები კლინიკაში რჩებიან

Published on

გურიაში, ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ლაზარეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მცირეწლოვანი იაშვილის კლინიკაში მკურნალობს. მას რამდენიმე გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. პიტბულის ჯიშის ძაღლმა 5 და 2 წლის ძმები დაკბინა. ლაზარესთან შედარებით მსუბუქია მეორე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვნის მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დააფინანსებს.

“მდგომარეობა ძალიან რთულია, ძალიან, იმიტომ, რომ თავის თხემი საერთოდ არ აქვს ბავშვს, ტვინთან არ აქვს შეხება, მაგრამ მთავარია შეხორცების დროს არ წავიდეს გართულება და ინფექცია. პლასტიკური ოპერაცია კეთდება, გადანერგვა უნდა მოხდეს ისევ ბავშვის სხეულიდან აღებული კანით. უნდა ჩატარდეს სულ სამი ოპერაცია, მაგრამ პირველი ყველაზე რთული და მძიმეა”, – ამბობს ირინა ხოროშევა, ოჯახი ახლობელი.

მისივე თქმით, მეორე ბავშვს აქვს ღრმა ჭრილობა, თუმცა დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არაა.

სიახლეები

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...

3-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

3-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში...

იტალიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იტალიის სამართალდამცავებმა რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობის საქმეზე ორი პირი დააკავეს, მათ შორის - იტალიის...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...