მთავარისიახლეებიმოგვიანებით შეგვიძლია შევაჩეროთ პროცესი ორბანი უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე

მოგვიანებით შეგვიძლია შევაჩეროთ პროცესი ორბანი უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე

Published on

დღეს დილით, უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთან საუბრისას, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა, რომელსაც შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოჰყვეს.

მისი თქმით, საათების განმავლობაში ცდილობდა დაერწმუნებინა ევროპელი ლიდერები, ხელი არ მოეწერათ კიევთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე. ორბანმა თქვა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს 26-ნი არიან, ის კი მარტო.

“მათ სურთ ამ გადაწყვეტილებით უკრაინას ომის გასაგრძელებლად საჭირო წახალისება მისცენ. და მთხოვეს, რომ ამაში ხელი არ შემეშალა. მაგრამ მათი გადამწყვეტი არგუმენტი ის იყო, რომ უნგრეთი ამით არაფერს კარგავს”, – ამტკიცებს ორბანი.

ორბანი ამბობს, რომ თუ უნგრეთს არ სურს უკრაინა ევროკავშირის წევრი იყო, მაშინ პარლამენტს შეუძლია კენჭი უყაროს საკითხს, მაგრამ სანამ საკითხი პარლამენტამდე მივა, წინ გრძელი პროცესია.

“როგორც მათ და მე დავთვალე, დაახლოებით 75 შემთხვევაა, როდესაც უნგრეთის მთავრობას შეუძლია შეაჩეროს ეს პროცესი. და მათ თქვეს, რომ თუ მოლაპარაკებების დროს რაიმე იქნება, რაც უნგრეთის ინტერესებს აზიანებს, მე ამას შევწყვეტ”, – ამბობს ის.

ორბანმა თქვა, რომ უნგრეთს არ სურდა მონაწილეობა მიეღო “ცუდ გადაწყვეტილებაში” და ამიტომ დატოვა ოთახი – “მოგვიანებით ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს პროცესი, თუ საჭირო იქნება ხელის მუხრუჭს გამოვიყენებთ”.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...