მთავარისიახლეები"ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ...

“ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს”

Published on

“სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს. შესაბამისად, მისი ეს განცხადება ამ შემთხვევაში ვფიქრობ ადეკვატურია, სწორია, თუმცა ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი.

პრეზიდენტ სააკაშვილი არ უნდა ატარებდეს პოლიტიკურ ტყვეობაში ცხოვრებას, ამიტომ თუ ეს მისი მხრიდან არის შერბილებული განცხადება მივესალმები.

ჩვენთვის ძალიან მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად ამისა ჩვენ მისი იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაგვიჭერია, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ეს სასარგებლო არ იქნებოდა და ამიტომ მანაც, არა პირადი შეხედულებით არამედ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება პუტინის ტყვე საპატიმროში.“

განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებაზე, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.

სიახლეები

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...