მთავარისიახლეებირუმინეთში გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა და დინებამ გაიტაცა

რუმინეთში გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა და დინებამ გაიტაცა

Published on

რუმინეთში, ღუზაზე მდგომი გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა. მას ამ დრომდე ეძებენ. მეზღვაურის გაუჩინარების ფაქტს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ. შემთხვევა გუშინ, 13 დეკემბერს მოხდა.

“საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციით, რუმინეთში, კონსტანტას ნავსადგურის აკვატორიაში, სანაპიროდან 60 საზღვაო მილის მოშორებით, ღუზაზე მდგომი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკიპაჟი მაშინვე შეეცადა მას საკუთარი ძალებით დახმარებოდა, გადაუგდეს სამაშველო რგოლი, თუმცა მეზღვაური დინებამ გაიტაცა და ვერ შეძლეს გემზე ამოყვანა.

რუმინეთში საქართველოს კონსულისა და რუმინეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციით, გემის კაპიტანმა მომხდარის შესახებ მაშინვე შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, ახლომდებარე გემებს და დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო ოპერაცია, რომელიც 13 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მეზღვაურის ძებნის ოპერაცია ასევე დღეს, 14 დეკემბერს განახლდა და ამ დრომდე მიმდინარეობს,”- განმარტავენ სააგენტოში.

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...