მთავარისიახლეებიაშშ-ის სენატმა დაამტკიცა თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც უკრაინისთვის $300 მილიონის გამოყოფას ითვალისწინებს

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც უკრაინისთვის $300 მილიონის გამოყოფას ითვალისწინებს

Published on

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა თავდაცვის $886-მილიარდიან ბიუჯეტს. პროექტი უკრაინისა და ისრაელისთვის სახსრების გამოყოფასაც ითვალისწინებს. კანონპროექტი კონგრესმენებმა ორპარტიული შეთანხმებით მიიღეს – 87 მომხრე, 13 – წინააღმდეგი.

წინა წელთან შედარებით, 2024 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 3%-ით არის გაზრდილი და აშშ-ს სამხედრო პერსონალის ხელფასების 5.2%-იან ზრდას ითვალისწინებს.

კანონპროექტით, 2024 წლის ფისკალურ წელში უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის რაოდენობის დახმარება გამოიყოფა და დახმარების ინიციატივა 2026 წლამდე გაგრძელდება.

2024 წლის ბიუჯეტში უკრაინის დახმარების საკითხი არ არის კავშირში იმ 106 მილიარდი დოლარის კანონპროექტთან, რომელსაც ბაიდენი უკრაინისა და ისრაელის დასახმარებლად ითხოვს.

ბიუჯეტის კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში უნდა განიხილონ და სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში უყრიან კენჭს.

სიახლეები

ბოლო 48 საათში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი დავაკავეთ – შსს

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, ბოლო 48 საათში, თბილისსა და რეგიონებში დააკავეს...

ელისო კილაძეს 9 -დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პროკურატურის ცნობით, ელისო კილაძე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით არის...

დააკავეს ჟურნალისტი ელისო კილაძე

გავრცელებული ინფირმაციით, ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე დაკავებულია - მედიამენეჯერი დღეს დილით, სპეცდანიშნულების...

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...