მთავარისიახლეები"თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა ყველასთვის მისაღებია... თუმცა, უნგრეთის გამო, ეს შესაძლოა რისკის...

“თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა ყველასთვის მისაღებია… თუმცა, უნგრეთის გამო, ეს შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს” – იოზვიაკი

Published on

“თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა ყველასთვის მისაღებია… თუმცა, უნგრეთის გამო, ეს შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს”, – ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი საკუთარ სტატიაში წერს.

წევრობის მსურველები შემდეგ ეტაპზე რომ გადავიდნენ, ერთსულოვნებაა საჭირო. ჩემი დასკვნა, ევროკავშირის ოფიციალურ პირებსა და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის დიპლომატთან საუბრის შემდეგ ისაა, რომ თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა და მოლდოვას წინსვლა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებით ყველასთვის მისაღებია. მაგრამ ამ ქვეყნების სტატუსები ევროკავშირში შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ ისინი “თანმდევი ზიანი” გახდებიან უკრაინის შესახებ დებატებში. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას, ყოველშემთხვევაში საჯაროდ, უნდა, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინამაც დაიწყოს. მთავარი გამონაკლისი უნგრეთია. საკითხის უფრო გართულების მიზნით, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ბალტიისპირა ტრიოდან სამივემ საპასუხოდ თქვა, რომ თუ უკრაინა ჩაფლავდება, ჩაფლავდება ყველა”, – დაწერა იოზვიაკმა.

სიახლეები

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...

ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება

2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი - ამის...

პროევროპული აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

უწყვეტი პროტესტის მე-400 დღეს პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. ხალხი ახალ...

გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება: „გილოცავთ...