მთავარისიახლეებისაზოგადოებაპარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს

პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს

Published on

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.
 
შეხვედრაზე მოწვეულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი და უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები.
 
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებით დოკუმენტში, საგანგაშო ფაქტი არ დაფიქსირებულა.
 
"მქონდა უკვე საუბარი თავდაცვის მინისტრთან, ბატონ ლევან იზორიასთან. მთელი რიგი პრობლემებია გამოსწორებული, ამიტომ ეს ანგარიში ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც უკვე შემდგომში თავდაცვის და სასჯელაღსრულების მინისტრებს დავიბარებთ და მოვისმენთ მათ ანგარიშებს, ჩვენ მათ შორის გავითვალისწინებთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც აღნიშნულია აუდიტის ანგაიშში."- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
 
სხვაგვარი შეფასებები კეთდება ოპოზიციაში.
 
,,აუდიტის დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში თავდაცვის სფეროში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი, სამწუხაროდ, არ ხმარდებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, – განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომის დაწყებამდე.-  აღნიშნული იძლევა იმის საშუალებას განვაცხადოთ, რომ ოპოზიციის მიერ წლების განმავლობაში გაკეთებული პოლიტიკური შეფასება, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა თავდაცვის სფეროში მცდარია, ზოგ შემთხვევაში კი მავნებლური.''
 
მისი თქმით, აუდიტის დასკვნა მათ შორის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შეთხვევაშიც შეიძლება იწვევდეს კითხვის ნიშნებს და ეს ანგარიშები სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ. 
 
 

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...