მთავარისიახლეებიზურაბიშვილის შემოთავაზებულ პეტიციას ხელს მხოლოდ სააკაშვილის შემდეგ მოვაწერ - გიორგი მარგველაშვილი

ზურაბიშვილის შემოთავაზებულ პეტიციას ხელს მხოლოდ სააკაშვილის შემდეგ მოვაწერ – გიორგი მარგველაშვილი

Published on

პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემლობაში სალომე ზურაბიშვილს მისი წინამორბედი გიორგი მარგველაშვილი ამხელს. მეოთხე პრეზიდენტი არ აპირებს მივიდეს ზურაბიშვილის დაანონსებულ დიდ შეკრებაზე.

გიორგი მარგველაშვილს უკვირს, რატომ არ ახსენა მოქმედმა პრეზიდენტმა გამოსვლაში ყოფილი პრეზიდენტები, რომელთაც ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ბევრი აქვთ გაკეთებული. მარგველაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მისი ხელმოწერა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დოკუმენტზე, როცა მას ხელს მიხეილ სააკაშვილი მოაწერს.

მე ყოველთვის ვიცავ ინსტიტუტს. ვალდებული ვარ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დავიცვა და გასაგები გავხადო ის ჩემი პოზიციით, რომ პრეზიდენტმა პრეზიდენტს, პრეზიდენტებს პატივი უნდა სცეს. ამდენი წლის განმავლობაში არცერთხელ არ გამიკეთებია არავითარი კომენტარი ქალბატონ სალომეს პოლიტიკურ პოზიციაზე, პატივს ვცემ მას როგორც პრეზიდენტს, მაგრამ მე ახლა ვალდებული ვარ, რომ დავიცვა პრეზიდენტის ინსტიტუტი. გასაკვირი იყო, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა თავის საჯარო განცხადებაში არ ახსენა პრეზიდენტები, ყოფილი და ვინც იყო ყველა, იმიტომ, რომ პრეზიდენტები ამ ქვეყანაში ყოველთვის ევროპისკენ იყვნენ ორიენტირებულები. აგრეთვე, როდესაც ლაპარაკია ამ პეტიციის წარდგენაზე, მე მიმაჩნია, რომ მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკურად როგორ უყურებ პრეზიდენტს, სააკაშვილის პოზიცია ამ თვალსაზრისით უნდა ნათლად ჩანდეს, ამ ერთიან პოზიციაში. თუ ხელის მოწერა იქნება, ბუნებრივია, მე ასეთ პეტიციას მოვაწერ ხელს, მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ასეთ პეტიციაზე ხელს მოაწერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სადაც არ უნდა იყოს ის. ამავე დროს, მოვუწოდებ ყველას, რომ შეუერთდეს ამ ერთიან სულისკვეთებას, – ამბობს “პირველებთან”
საუბარში გიორგი მარგველაშვილი.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...