მთავარისიახლეებიდააყენე ერთი ადგილი...თავიდან ბოლომდე ერთი ადგილი ხარ" - ქარელის მერის ბილწსიტყვაობა და...

დააყენე ერთი ადგილი…თავიდან ბოლომდე ერთი ადგილი ხარ” – ქარელის მერის ბილწსიტყვაობა და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე

Published on

ქარელის მერი ბილწსიტყვაობაშია მხილებული. ზაზა გულიაშვილს თანამდებობისთვის შეუფერებელ საქციელში ოპოზიცია ადანაშაულებს. როგორც გაირკვა, საკრებულოს სხდომაზე, “ქართული ოცნების” წევრმა იერიში ბასილ ბაქრაძეზე მიიტანა და სიტყვიერად დაუპირისპირდა. გულიაშვილი წყობიდან მუნიციპალურ აიპებში საშტატო ნუსხასთან დაკავშირებით დასმულმა კითხვებმა გამოიყვანა.

“…ერთ ადგილს დააყენებ ეხლა მართლა მანდ, წყნარად. და ის ერთ ადგილზე, რასაც შენ ლაპარაკობ…დააყენე ახლა ერთი ადგილი მართლა, რომელ ადგილზეც ლაპარაკობ. თავიდან ბოლომდე ერთი ადგილი ხარ…დააყენე…დააყენე…არაფერი გაგიკეთებია მართლა ერთი ადგილის გარდა…,” – თქვა ქარელის მერმა სხდომაზე.

ხელისუფლების ოპონენტები მერის პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობენ.

“ქარელის მუნიციპალიტეტის მერი არის ხულიგანი. ის შეურაცხყოფას აყენებს ყველას და საზოგადოებრივ სივრცეებში, ზოგადად, უხამსი გამონათქვამებით მიმართავს ადამიანებს. იქიდან გამომდინარე, რომ არასოდეს დაკისრებია მას პასუხისმგებლობა, მოქალაქეებისათვის გინებაზე, შეურაცხმყოფელ მიმართვაზე, ის გათამამდა და ახლა უკვე საკრებულოს შენობაში ის მიმართავს საკრებულოს წევრებს, მოქალაქეების წარმომადგენლებს, ამ უხამსი გამონათქვამებით. როგორც მინიმუმ , დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა იდგეს საკითხი მისი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით,” – ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ლექსო მერებაშვილი.

სიახლეები

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...

აფხაზი ბოევიკები და ომი უკრაინაში — როგორ გადაიქცა დონბასი აფხაზური რევანშიზმის მეორე ფრონტად

2014 წელს დონეცკში გამოჩენილი მცირე კავკასიური მოხალისეთა რაზმი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და...

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...