მთავარისიახლეებიკონფლიქტები6 წელიწადში აფხაზეთში სასკოლო განათლებიდან ქართული ენა სრულად განიდევნება და მას რუსული...

6 წელიწადში აფხაზეთში სასკოლო განათლებიდან ქართული ენა სრულად განიდევნება და მას რუსული ჩაანაცვლებს

Published on

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა  მოამზადა სპეციალური ანგარიში რომელიც  გალშის სკოლებში  შექმნილ ვითარებას ეხება. 

ხაჯიმბას რეჟიმის გადაწყვეტილებით, 2015-2016 სასწავლო წელს გალის რაიონის ყველა დაწყებითი კლასის მოსწავლემ (1-4 კლასი) სწავლა რუსულად, რუსეთის ფედერაციაში გამოცემული სახელმძღვანელოებით დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მშობლიური ენის ნაცვლად რუსული ენის სწავლა 5 ათასამდე მოსწავლეს უწევს, ქართულს, უცხო ენის სტატუსით, მე-5-დან მე-11 კლასის ჩათვლით მხოლოდ რამდენიმე საათი ეთმობა.

სასკოლო პროგრამებიდან მთლიანად ამოღებულია საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილები.

 შესაბამისად, 6 წელიწადში სასწავლო პროცესიდან ქართული ენა სრულიად განიდევნება და სასკოლო განათლება რუსულ ენაზე გადავა.

„აღსანიშნავია, რომ გალის რაიონის მოსახლეობის, მათ შორის სკოლის მოსწავლეების დიდი უმრავლესობა, თვითიდენტიფიცირებას ახდენს როგორც ეროვნებით ქართველი, ეს ეროვნება აქვთ ასევე მითითებული ე.წ. აფხაზურ პასპორტებშიც. ის ფაქტი, რომ ბავშვებს ეზღუდებათ მშობლიურ ენაზე სასკოლო განათლების მიღების უფლება ქმნის ხარისხიანი განათლების მიღებისა და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემას“, – ნათქვამია ანგარიშში.

მასში დეტალურადაა აღწერილი 1995 წლიდან დღემდე გალის მკვიდრთა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის, დისკრიმინაციისა და ბავშვებზე ძალადობის ფაქტები და წარმოდგენილია შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

„კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებების დაცვა დაპირისპირებულ მხარეთა შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტიაა. საზოგადოებას, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და ღირსება, მეტი შანსი აქვს მიაღწიოს სოციალურ კეთილდღეობაზე, თანასწორობასა და ეკონომიკურ აღმავლობაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ განვითარებას. გალის რაიონს და იქ მაცხოვრებელ მოსახლეობას შეუძლია განსაკუთრებული როლი ითამაშოს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზებაში, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. ადგილობრივ მკვიდრთა უფლებების დასაცავად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შემდეგი ღონისძიებების გატარება:ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე სახელმწიფო სტრუქტურებმა და საქართველოს პარლამენტმა არ უნდა დაიშურონ პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევა გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად, რომელიც უნდა მოიცავდეს როგორც მოლაპარაკებების დროს ამ საკითხის დაყენებას და საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო ინფორმირებას, ისე საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა განაგრძოს გალის რაიონის სკოლების და იქ მომუშავე პერსონალის მხარდაჭერა; გააუმჯობესოს საგანმანათლებლო პროგრამები გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის, მათი საჭიროებების მიხედვით და შეიმუშაოს გაცვლითი და არაფორმალური განათლების პროგრამები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსწავლეებს საშუალო განათლების მიღების პროცესში არსებული დანაკლისის შევსების შესაძლებლობას მისცემს.

მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა ამ პროცესში რათა მუდმივი ყურადღება იყოს მიმართული აფხაზეთში განათლების უფლების დაცვაზე, ეს ალბათ შეუძლებელი იქნება აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დაცვითი მისიების მუშაობის აღდგენისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის გარეშე. საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს, რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლებებთან დიალოგის მნიშვნელოვანი კომპონენტად უნდა იქცეს.

თავისთავად ცხადია, გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დაცვასა და რეალიზებაზე ყველა პასუხისმგებელი პირსა თუ მხარეს, მათ შორის რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, ეკისრებათ პასუხისმგებლობა გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დაცვაზე.
ამისათვის უნდა აღმოფხვრას ის ბარიერები, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს გამყოფ ხაზზე გადაადგილების დროს ექმნებათ და გარანტირებული უნდა იყოს გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, უნდა შეწყდეს დისკრიმინაციული და ასიმილაციის პოლიტიკა და გალის რაიონის მკვიდრთა ინტეგრაციის მიზნით უნდა აღდგეს სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება და ამასთან ერთად, გაძლიერდეს აფხაზური ენისა და კულტურის სწავლება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...