მთავარისიახლეებისამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების 26-მა მაღალჩინოსანმა დეკლარაცია დარღვევებით შეავსო,

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების 26-მა მაღალჩინოსანმა დეკლარაცია დარღვევებით შეავსო,

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების 26-მა მაღალჩინოსანმა დეკლარაცია დარღვევებით შეავსო, – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.

მათ შორის არის სენაკის მერი, ვახტანგ გადელია. როგორც ორგანიზაცია წერს, ვახტანგ გადელიამ 2023 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის სამი შპს-ის 100%-იანი წილის მფლობელი და ერთი შპს-ის 50%-იანი წილის მფლობელი. ამავე დროს, იგი ოთხივე შპს-ს მოქმედი დირექტორია.

ორგანიზაცია წერს, რომ ვახტანგ გადელია ამ ქმედებით კანონს არღვევს, რადგან მერად არჩევის შემდეგ, მას აღნიშნული წილები მართვის უფლებით სხვა პირებისთვის არ გადაუცია და არც საწარმოთა დირექტორის პოზიცია დაუტოვებია.

დეკლარაცია დარღვევებით აქვს შევსებული ხობის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს, დავით ჭოჭუას. TI წერს, რომ ჭოჭუას 2023 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რომ იგი ფლობს ხობში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთსა და სახლს, ასევე არ აქვს დეკლარირებული შვილის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც ხობში, შარტავას ქუჩაზე მდებარეობს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ხობის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ქავთარაძე 2023 წლის იანვარში დეკლარაციის შევსების შემდგომ – 2023 წლის მაისში შპს “მკურნალის” 100%-იანი წილის მფლობელი გახდა, ისე რომ მართვის უფლებით აღნიშნული წილი სხვა პირისთვის დღემდე არ გადაუცია, რითაც ის კანონს არღვევს. აღსანიშნავია, რომ შპს “მკურნალის” 100%-იანი წილის მფლობელი მანამდე ლევან ქავთარაძის მამა, ლუთინ ქავთარაძე იყო.

ამავე კვლევის თანახმად, აბაშის მერს გიგა გაბელაიას 2022 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ არის ყაზბეგში, სოკურიანში მდებარე მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრე. მერს ასევე არ აქვს დეკლარირებული საკუთარი წილები შპს “რობუსტა კავკასიაში” და შპს “ადვოქარდში”.

ორგანიზაციის კვლევაში საუბარია მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის დეკლარაციაზეც. მერს 2023 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მის საკუთრებაშია მესტიაში, სოფელ მულახში, ჩვიბიანში მდებარე მიწის ორი ნაკვეთი, ჯამური ფართობით 14,203 კვ.მ. მას ასევე არ აქვს დეკლარირებული, თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომელსაც მეუღლესთან, ნინო ხატისკაცთან ერთად ფლობს.

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...