მთავარისიახლეები"ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს რა მნიშვნელობა აქვს?" პაპუაშვილი სიმონიანზე

“ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს რა მნიშვნელობა აქვს?” პაპუაშვილი სიმონიანზე

Published on

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პუტინის რუპორს, მარგო სიმონიანს ეთანხმება და ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაადასტურებს “ჭეშმარიტებას”:

“ის, რაც ჭეშმარიტებაა, ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს რა მნიშვნელობა აქვს? რუსეთის რომელიმე წარმომადგენელმა დღეს რომ თქვას, მზე აღმოსავლეთიდან ამოდისო, ჩვენ ვთქვათ რომ არაა? შევეწინააღმდეგოთ? ის, რაც არის ჭეშმარიტება, რომ სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა, ეს იცის ყველამ – საქართველოს მოქალაქეებმა, უცხოელმა პარტნიორებმა, ასე რომ ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ეს არის ჭეშმარიტება და ამას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობა.” თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, სიმონიანმა მამუკა მდინარაძეს ის განცხადება მოუწონა, სადაც ის ამბობდა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება თავის მოტყუება იქნებოდა. კრემლის პროპაგანდისტმა დაწერა, რომ “საქართველო ადეკვატურად იქცევა”

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...