მთავარისიახლეებითბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, პარტიაში აუცილებელია ცვლილებები, რადგან ენმ-ში კრიზისი და ჩიხური მდგომარეობაა.

“ეს ის ცნობილი ოფისია, რომელიც სამწუხაროდ მაისის თვეში დაგვიკეტეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ ჩვენ განსხვავებულად ვფიქრობდით. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაგვიკეტეს, რომ ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციაზე ნიკა მელიასთან ერთად მივედით, მეორე დილით ოფისი დაიკეტა. თუმცა, ოფისს ვინ ჩივის, ჩემს გვერდით დგანან ადამიანები, ეს ზღვაში წვეთია კიდევ იმ ადამიანებისა, რომლებიც, სამწუხაროდ, ახალმა მენეჯმენტმა გარიყა პარტიული სივრციდან, ყველა პოზიციებს ჩამოაცილა. […] ჩემო მეგობარო ლევან, ამ სკამს ნუ ჩაეჭიდები, არ გიღირს იმად, რომ პარტიის მრავალწლიან ისტორიაში ყველაზე შავი ასოებით შევიდეს შენი მმართველობა, შენი თავმჯდომარეობა, ისევე როგორც დღევანდელი წარმოდგენილი მენეჯმენტის, ამიტომ მოგიწოდებთ ლევან, რომ გადადგე დაკავებული თანამდებობიდან”, – თქვა ენმ-ის წევრმა, ბესო გაზდელიანმა.

გარდა ამისა, განცხადების ავტორები ითხოვენ გაუქმდეს არსებული პოლიტიკური საბჭო, რადგან ის არალეგიტიმურადაა არჩეული, შეიქმნას თანხმობის საბჭო და უახლოეს პერიოდში ჩატარდეს ყრილობა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...