მთავარისიახლეებიPolitico-მ ზელენსკი ევროპაში ყველაზე გავლენიან ფიგურად "მეოცნებეების" კატეგორიაში აღიარა

Politico-მ ზელენსკი ევროპაში ყველაზე გავლენიან ფიგურად “მეოცნებეების” კატეგორიაში აღიარა

Published on

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკული გამოცემა Politico-ს მიხედვით, ევროპაში ყველაზე გავლენიანი ფიგურა გახდა “მეოცნებეების” კატეგორიაში.

რეიტინგის ავტორებმა მას უწოდეს ადამიანი, “რომელიც გარბის გრძელ მარათონს”. გამოცემა აღნიშნავს, რომ ზელენსკისთვის 2024 წელი რთული იქნება, რადგან “მსოფლიო დაბნეულია ახლო აღმოსავლეთის ომით; უკრაინელები დაღლილები არიან ორწლიანი ბრძოლით და იბრძვიან ტერიტორიის დასაბრუნებლად რუსული სასტიკი ხოცვა-ჟლეტის ფონზე”.

რეიტინგში Politico ხაზს უსვამს იმ ადამიანებს, რომლებსაც ექნებათ ყველაზე დიდი გავლენა იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ, 2024 წელს. გასულ წელს ამ სიას ზელენსკი ხელმძღვანელობდა.

“ეს კარგი არჩევანი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს მან მოახერხა უკრაინის ევროკავშირისა და ნატოს კარებთან მიყვანა”, – წერენ რეიტინგის ავტორები.

“მეოცნებეების” სიაში მეორე ადგილზეა რუსეთში ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი.

ახალ სიაში ევროპაში ყველაზე გავლენიან ფიგურად პოლონელი პოლიტიკოსი, დონალდ ტუსკი დასახელდა, რომელიც მალე პოლონეთის პრემიერმინისტრი გახდება.

Politico-მ თავისი სია სამ ძირითად კატეგორიად დაყო: “მოღვაწეები”, “დამრღვევები” და “მეოცნებეები”. ბოლო კატეგორიას რეიტინგის ავტორები დადებითად მიიჩნევენ და აღნიშნავენ ამ ადამიანების როლს მომავლის იმიჯის განსაზღვრაში.

თითოეულ კატეგორიაში შედიოდა ცხრა ადამიანი. “დამრღვევების” კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა. ამ კატეგორიის სიაში მოხვედრილი იყო “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც გამოცემა ოლიგარქად მოიხსენიებს.

რეიტინგის ავტორებმა მთავარ “მოღვაწედ” დაასახელეს იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი, რომელიც ცნობილია, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის მხურვალე მხარდაჭერით.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...