მთავარისიახლეებიუკრაინა გასულ წელთან შედარებით უკეთ არის მომზადებული ზამთრისთვის - საზღვაო ძალების...

უკრაინა გასულ წელთან შედარებით უკეთ არის მომზადებული ზამთრისთვის – საზღვაო ძალების სპიკერი

Published on

უკრაინის საზღვაო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პლეტენჩუკმა უკრაინული მედიისთვის მიცემულ კომენტარში თქვა, რომ ეს ზამთარი უფრო ადვილი იქნება მისი ქვეყნისთვის. მისი თქმით, უკრაინა ამისთვის შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით მოემზადა და რუსეთს აღარ აქვს ის რესურსი, რაც ჰქონდა ომის პირველ წელს.

მისი თქმით, მომზადდა არა მხოლოდ სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვა, არამედ საფრთხეებზე რეაგირების ეროვნული სისტემაც.

“ამიტომ, ეს ზამთარი ჩვენთვის უფრო ადვილი უნდა იყოს, ვიდრე წინა. მაგრამ არ არის საჭირო დასვენება, არ არის საჭირო საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებების იგნორირება. რაკეტის საფრთხე სერიოზულია. და თუ ვსაუბრობთ “კალიბრის” რაკეტებზე, მაშინ რუსებს აქვთ ლოგისტიკური ხარვეზი. მათ გემები გადაიტანეს ნოვოროსიისკში, მაგრამ რაკეტები დარჩა სევასტოპოლში”, – თქვა უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.

ბევრმა ანალიტიკოსმა, მათ შორის ბრიტანულმა სამხედრო დაზვერვამ, აღნიშნა, რომ რუსეთს რამდენიმე კვირაა, რაც უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ ფრთოსანი რაკეტები არ გაუსროლია. ისინი ვარაუდობენ, რომ კრემლი ამ იარაღს ზამთრის თვეებში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ უფრო ძლიერი თავდასხმისთვის აგროვებს.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...