მთავარისიახლეებისაქართველო რთულ რეგიონშია და აუცილებელია, რომ გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები ნატოს სამოკავშირეო...

საქართველო რთულ რეგიონშია და აუცილებელია, რომ გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი

Published on

ჩვენ არ ვხედავთ რაიმე მყისიერ რისკს საქართველოში სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, მაგრამ აუცილებელია, რომ ქვეყანამ გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები – ამბობს ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, რომელიც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებითა და ბრიტანეთის საელჩოს ხელშეწყობით გამართულ ღონისძიებას ესწრება.

დისკუსია მიმდინარეობს თემაზე, როგორი უნდა იყოს საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკა დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე.

შეხვედრაზე პოლიტიკის ანალიტიკოსებმა და უსაფრთხოების სპეციალისტებმა ახალი დოკუმენტი წარმოადგინეს, რომელიც რუსეთისგან მომავალი რისკების მართვას ეხება.

“რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული და სასტიკი აგრესიის გამო, ნატოს ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გაეძლიერებინათ პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებთან დაკავშირებითაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთის მხრიდან ჩარევის მაღალი რისკები არსებობს. საქართველო რა თქმა უნდა რთულ მდგომარეობაშია, რუსული ძალები კვლავ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე არიან საქართველოს თანხმობის გარეშე. გარდა ამისა ცხადია, რომ საქართველო ძალიან რთულ რეგიონშია და ნატო მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არ ვხედავთ რაიმე მყისიერ რისკს საქართველოში სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, მაგრამ რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ქვეყანამ გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები. საქართველოს მთავრობა რა თქმა უნდა პასუხისმგებელია რომ უზრუნველყოს ქვეყნის შიდა უსაფრთხოება.” ამბობს ალექსანდრე ვინიკოვი

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...