მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთ-უკრაინის ომის 634-ე დღე - სად რა ხდება

რუსეთ-უკრაინის ომის 634-ე დღე – სად რა ხდება

Published on

უკრაინაში მებრძოლო ქართველი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე წერს, რომ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე უკრაინელების წინსვლა გრძელდება. მისი თქმით: “70 კმ-ის სიგრძეზე უკვე 4 ძლიერი პლაცდარმი გვაქვს შემდგომი წინსვლისთვის ჯანკოის და ჩაპლინგის მიმართულებით”. ფაქტობრივად, ამ მონაცემებს ადასტურებს აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც, სადაც ომის ანალიტიკოსები წერენ, რომ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე უკრაინელებმა უკვე 10 კვ.კმ. მანძილზე წაიწიეს წინ. 

ვანო ნადირაძემ ვრცელი ანალიზი გამოაქვეყნა ასევე გორლოვკის მიმართულებით მიმდინარე ბრძოლების შესახებ: 

ორი დღეა მიდის საუბარი ჩვენი ჯარების წარმატების შესახებ ქ.გორლოვკის მიმართულებით და მის შემოგარენში.
რისთვის სჭირდება უკრაინას ამ ქალაქის განთავისუფლების აუცილებლობა.აქაა არაა საუბარი მარტო ს. შუმთან აღებულ ორ ტერიკონზე , საუბარია მთლიანად ქ.გორლოვკის სიმაღლეზე ,რომელიც რელიეფურად მთლიანად დონეცკის ოლქში ყველაზე მაღალი სიმაღლეა.
იმ ფონზე როცა რუსები მთლინად გადართული არიან ავდეევკაზე და ბახმუტზე ,ამ შუამონაკვეთზე აღმოჩნდა მათი სუსტი პოზიციები , რითაც წარმატებით ისარგებლეს უკრაინელებმა. გორლოვკის განთავისუფლების შემთხვევაში და შემდეგ იქ არტილერიის განლაგებით, ერთდროულად იხსნება სამი მიმართულებით გზა ,ესაა: იასნავატოს მიმართულება , დებალცევოს მიმართულება და გოლომვსკის მიმართულება.
აქ უკვე გვაქვს ჩვენ ერთი კარგი სიმაღლე ესაა დასახლება ტორეცკი და გორლოვკის სიმაღლეები საკმაოდ წარმატებით შეცვლის საომარ სიტუაციას მთლიანად დონეცკის ოლქში.იმედია წარმატება იქნება და შარშანდელივით არ შეფერხდება გორლოვკის აღება, მითუმეტეს ზამთარი მოდის და ბრძოლები ძირითადად იქნება პოზიციური.

 

რაც შეეხება 18-19 ნოემბრის ღამეს, ოკუპანტებმა დრონებით შეუტიეს ოდესის ოლქს, იყო რამდენიმე “მოფრენა”, ხოლო კიევის შემოგარენისკენ გაშვებული დრონები უკრაინელმა მეზენიტეებმა ჩამოყარეს. 

უცხოელი ანალიტიკოსების თქმითვე, ოკუპანტებსაც აქვთ წარმატებები ორი მიმართულებით, ძირითადად, ზაპოროჟიის ფრონტზე, თუმცა, შეტევაზე გადასვლა და ადრე დაკარგული პოზიციების დაბრუნება ამ დრომდე ვერ მოახერხეს. 

აღსანიშნავია ასევე, რომ ГУР-მა უარყო და “პროპაგანდისტული ტყუილი” უწოდა თითქოსდა უკრაინელი მფრინავის რუსეთის მხარეს გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ანდრეი იუსოვის განცხადებით, ეს “ნაგვიანევი ტყუილია ოკუპანტთა მასობრივად ტყვედ ჩაბარებისა და საბრძოლო ტექნიკის დანაკარგის გადასაფარად”, ხოლო უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ყველა მფრინავი ბაზირების ადგილებზე რჩება.

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...